Рецензия на «Гиви Гегечкори - Вещевременец» (Ирина Санадзе)

გივი გეგეჭკორი (1933 – 2002) - ცასწავალა

ათას ერთი ძაფით ება,
თუნდაც ათას ერთი ძაფით,
ცასწავალა* ცაში წახვალ
ჩიტის ფრთებით და სისწრაფით.
ვერაფერი დაგაკავებს,
ვერც ვერავინ ვერ დაგძრახავს,
მოიშორებ ამქვეყნიურ
ბორკილებს და ცაში წახვალ.
სინანულით მიატოვებ
დედამიწის მზიან მინდვრებს,
სანამ წახვალ, მგალობელის
სახელს ქვეყნად დაიმკვიდრებ.
ცასწავალას ვინ დაგიჭერს,
ვინ ოხერი გესვრის საფანტს
ან გალიით ვინ გაგყიდის
გინდ ძვირად და გინდ იაფად.
სანამ წახვალ, მიწიერის
ყურთასმენას უალერსებ
და გულმკერდით შეასკდები
განთიადის მოძრავ მესერს.
ცასწავალა ხარ და ვიცი,
ბოლოს ცაში რომ მიდიხარ,
ვაი, რომ ვერ წამოგყვები,
ქვემოთ უნდა ვზილო თიხა.
მიწისა ვარ, მიწამ მშობა,
მიწას თავი მოვუდრიკე,
აქ ვზეიმობ გამარჯვებას
ხელგაშლილი, როგორც ნიკე.
ნავის ერთი მენიჩბე ვარ,
რომ ვარგოდეს ნავი ნავად,
ამოვხაპო უნდა, ზევით
ვერ წამოვალ, უკაცრავად.
უროსა ვცემ ჩემი ხელით
და მიწაში ჩადის პალო,
სოფელს როგორ ვუღალატო,
ცაში როგორ გავიპარო?
ვერ წამოვალ, მაგრამ შენი
გამამხნევებს მაგალითი,
მიწიერის შუამავლად
ფრთა გაშალე და გაფრინდი.
ჩემი ფიქრი გაიყოლე,
არ იქნები მაშინ ცალად,
მე არა ვარ, მაგრამ ჩემი
ფიქრი არის ცასწავალა.

*ცასწავალა = ტოროლა

Ирина Санадзе   12.09.2020 07:46     Заявить о нарушении

Перейти на страницу произведения
Перейти к списку рецензий на это произведение
Перейти к списку рецензий, полученных автором Ирина Санадзе
Перейти к списку рецензий, написанных автором Ирина Санадзе
Перейти к списку рецензий по разделу за 12.09.2020