Рецензия на «Анна Каландадзе - Гавань» (Ирина Санадзе)

ანა კალანდაძე - ნავსადგური

მთვარე და მთვარის ზოლი,
მთვარე და გლიცინია...
ცაში ვარსკლავი ორი...
ნეტა რას მიცინიან?
მთვარე და მთვარის ზოლი,
მთვარე და გლიცინია...
გემი პორტიდან მიდის,
რეიდზე დგება ზოგი...
წყალში შეჭრილი ხიდი...
გადმოსროლილი თოკი...
გემთა ღუზები მძიმედ,
ზღვაში ღრმად იძირიან...
ცაში ვარსკლავი ორი...
ნეტა რას მიცინიან?
მთვარე და მთვარის ზოლი,
მთვარე და გლიცინია...

Ирина Санадзе   26.05.2016 15:24     Заявить о нарушении

Перейти на страницу произведения
Перейти к списку рецензий на это произведение
Перейти к списку рецензий, полученных автором Ирина Санадзе
Перейти к списку рецензий, написанных автором Ирина Санадзе
Перейти к списку рецензий по разделу за 26.05.2016