Рецензия на «Пляска» (Юраан)

ო, როგორ ხშირად ვიღაც შავებში, ვით მეგობარი შეუნდობელი,
მსტუმრობდა ხოლმე ღამის წიაღში და ჩუმათ იჯდა თავადაც ბნელი.
მე მას ვუმზერდი გაოგნებული - ბოლო ნავსადგურს სულ მთლად ცარიელს
მუხლმოდრეკილი ველოდებოდი ყველა საწყისის ამ დასალიერს.

............

მოცურდა ნავი. წამოდგა უცხო. და როგორციქნა ხმა ამოიღო:
,,მზად ხარ? თამამად. აბა ნუ მორცხვობ. სცადე, ეს ტაქტი ხომ კარგი იყო.
მოდი ადგილზე ვიცეკვოდ ერთად. სად? აქვე. ახლა.აისის კართან.
აქ ანგელოზი , პირველი, ფერთა სეტყვა-ცეცხლისგან სისხლს ქმნიდა დართა.

.........

დაე გაიღოს შვიდივე კარი და უდრო-უდრო ცხოვრების ბრალი
სულ დაგავიწყოს მზემ თავის ალით. მიხვდე, არავის არა გაქვს ვალი.
რადგან ცრემლი ხარ უმანკო ბავშვის, რომ მიატოვა სულ ყველამ ბოლოს
და წმინდა მფარველს დაეძებს სხვაში. მერე კი. მერე - სიჩუმე მხოლოდ...,,

Тинатин Менабде   09.12.2015 11:37     Заявить о нарушении

Перейти на страницу произведения
Перейти к списку рецензий на это произведение
Перейти к списку рецензий, полученных автором Юраан
Перейти к списку рецензий, написанных автором Тинатин Менабде
Перейти к списку рецензий по разделу за 09.12.2015