Рецензия на «Навылет» (Юраан)

ვით კამერტონის რეზონატორი ეტრფიალება სიჩუმის ბგერებს,
მიკრონი ასე ყველა შრე-დონის გაზაფხულისა კვლავ მიცვლის ფერებს.
და გასაყიდად მამზადებს თითქოს:სისხლის ძარრვები და მიოკარდი,
აქ დიაბეტი თავისას ითხოვს, იქ არითმია შემიტევს მარდი.
და მეც მოვირგებ ჩემს თავს, ვით ხითონს, რომ დაველოდო: იქნება ფარტი.

...........

გავარდნაზეა თამაში, მაგრამ - შიშს დაგავიწყებს ზევითკენ სვლაში,
როს კვერთხი ზეცის გიჭირავს მაგრად, ყველა ფიქრები წმინდაა მაშინ.
ხელშეკრულებაც მზადაა უკვე, თვით პუანკარეს ეს ამანათი.
აი, თამაშობს, ჩემი სვლა უტევს, როიამ-ფლეში ხდის კარეს ბათილს.
ჯოკერები კი სადღაცა უდევს (კვლავ ფოკუსნიკი მალავს მათ ადგილს).

........

როგორც ყოველთვის, გვატყუებს ,,გუშინ,, და იმედების არიგებს ფანდებს.
,,დღეს,, მგლებისაა - დროს უტევს გულში და ასაზრდოებს გიჟებსა ამდენს.
მასში ბობოქრობს ცხოველის ძალა რადგან არ ჩაქრა ჯერ კიდევ მთვარე.
და მაინც ,,ხვალემ,, მე შემიფარა და გაზაფხულის მარწმუნებს არე,
კვლავ მოვუსმინო დინჯად და წყნარად გამაოგნებელ სიჩუმის ზარებს.


Тинатин Менабде   08.12.2015 13:20     Заявить о нарушении

Перейти на страницу произведения
Перейти к списку рецензий на это произведение
Перейти к списку рецензий, полученных автором Юраан
Перейти к списку рецензий, написанных автором Тинатин Менабде
Перейти к списку рецензий по разделу за 08.12.2015