Мариам Папалашвили - Пар лёг на землю
Свидетельство о публикации №116100610233
ზემოდან ნისლის დაეშვა ფარდა,
გულს შემოაწვა კაეშნის ტალღა,
არა მჩვევია განცდების მალვა,
შემოდგომაზე მზის სხივის ქარვა.
ქარმა მოყარა ღრუბლების გროვა,
ყველა ტკივილი მან მოაგროვა,
ასფალტს დაასკდა ცრემლებად ბოღმა,
ავდრის კაპრიზმა მეც ჩამიყოლა.
დანაღვლიანდა ჩემი ფიქრები,
მე ხომ ზამთრისთვის უცხო ვიქნები,
არ მენატრება თოვლის ფიფქები,
მე გასაფხულის შვილად ვითვლები.
უამინდობის ჟინიანობას
ვერც ვერასოდეს შევეგუები
და ვარდობისთვეს დაბადებული
მისი ერთგული მუდამ დავრჩები.
Ирина Санадзе 06.10.2016 22:08 Заявить о нарушении