Рискуя в мире новостей

-Погибнешь мигом от страстей.


Рецензии
მოძღვარი

ღამეა. ციდან წვიმს. წვიმა მღერის.
შევხედავ ღრუბლებს - ნასევდამშვენებს.
ორიათასი წლის წინანდელი
ამბავი უცებ თავს შემახსენებს.

მეც შევჩერდები გარდასულ წამთან,
ვუწოდებ ჩემ თავს - უდიდეს ცოდვილს.
მახსოვს, ჩვენ წმინდა მოძღვარი გვყავდა
და მივმართავდით მას იესოთი!

"მამაო ჩვენო" - ზეციდან გვესმა,
ქრისტესთან განვვლეთ ჩვენც დღე მრავალი.
მის დამარცხებას ცდილობდა ეშმა,
ამაოდ ცდიდა მას მღვდელმთავარი.

მოძღვრის გარეშე ვგრძნობთ, გზას ავცდებით,
ჩვენშია შიში და უძლურობა.
სიმშვიდეს ჰგვრიდა მას განსაცდელი,
მშვიდობა მოგვცა ჩვენც, ურწმუნოთა...

გარდასულ დროსთან ნუგეშით მდგარი
ამ სასწაულებს ვხედავდი სათნოს:
"აღდექ, ლაზარე"! - თვალს ახელს მკვდარი,
"მე ვხედავ"... ამბობს კვლავ უსინათლო!

წლები, ლურჯი მზით დასალოცავნი
წინ ხანმოკლე გზას როცა გაუდგნენ,
ერთ დღესაც მშვიდად ამბობს მოძღვარი:
დროა, მამასთან უნდა დავბრუნდე!

"ესე არს ხორცი" - ღვთისგან ნაკურთხი,
"ესე არს სისხლი" - თქვენს დასალოცად.
ჩვენ კი, ყოველმან გულით აღვუთქვით,
რომ დავიცავდით ბოლომდე მოძღვარს...

ათასწლეულის წინანდელ ლოცვას
ვამბობ... და მინდა, ცრემლი დავღვარო,
რადგან წამებულ ქრისტესთან მოჩანს
ჯვარზე გაკრული მთელი სამყარო!

ღამეა. ციდან წვიმს საამქვეყნოდ,
წვიმს... და აღვავლენ ლოცვას დილისთვის,
და, გევედრები, შემინდე, ღმერთო,
მეც შენს წინაშე ბრალი მიმიძღვის!

დილით ლურჯი მზე ცას გაიკვალავს,
მეც შენთან მოვალ, ღმერთო, ხვალ ამ მზით,
ვიცი, მიმიღებ და დამიფარავ,
რადგან ამქვეყნად ვცოდე მრავალგზის!..

ნიკა ჭიკაიძე 2020

Андрей Алейник   23.07.2020 22:56     Заявить о нарушении