Ирина Санадзе - написанные рецензии
Показывать в виде списка | Развернуть сообщения
Замечательно! Большое спасибо!
Ирина Санадзе 14.01.2021 02:28 Заявить о нарушении
С теплом и ереванским солнышком !
Илана Шалэхет 14.01.2021 16:07 Заявить о нарушении
Ваше изысканное стихотворение заслуживает такого же изысканного отклика! Спасибо!
Ирина Санадзе 31.12.2020 14:23 Заявить о нарушении
С наступающим Новым годом Вас!
Будьте счастливы!
Юрий Лаковский 31.12.2020 16:13 Заявить о нарушении
ოთარ ჭილაძე - ეს წელიც გაქრა
ეს წელიც გაქრა, უკვალოდ გაქრა
და არა მხოლოდ ჩემთვის - ყველასთვის.
მეც უნდა გული მწყდებოდეს, მაგრამ
მოლოდინით ვარ სავსე ყელამდის.
და მიხარია, რომ გაქრა ისიც,
როგორც გადაღლილ ხსოვნაში ჭორი,
ანდა ვარსკვლავი რომ ქრება დღისით,
გადაყვარებულ ქალივით შორი.
გარემოცული თოვლით და ქარით,
თავის ბუნაგში ცხოვრობს ქალაქი,
იხურება და იღება კარი,
საფეხურებზე ხმება ტალახი.
წელი კი გაქრა, ვით წვიმის წვეთი,
როგორც უთვალავ ლანდებში ლანდი,
როგორც ღრუბლებში მწვერვალის წვერი,
როგორც გაქურდულ ტაძრიდან ხატი.
კეტავენ კაფეს, გამოდის კინო,
გაჩერებებზე გროვდება ხალხი
და უნებურად ფიქრობს და ცდილობს
დამალოს მკაცრი ნაკვთები სახის.
ქუჩებში დაძრწის თოვლი და ქარი,
დაღლილი ყალბი ცრემლით და ფიცით,
და ყველა ჩქარობს, რომ ბებერ მთვარეს
მიუჯახუნოს კარები ცხვირწინ.
იმედისა და ოცნების მსგავსი
ფანჯრებზე ბზინავს ნაძვის ტოტები
და საახალწლო ვნებებით სავსე,
კიდევ ერთი წლით გიახლოვდები.
Ирина Санадзе 26.12.2020 14:11 Заявить о нарушении
სიონის ზარი ისევ გუგუნებს,
ღვივის და ღვივის ცოდვის ღადარი,
ერი და ბერი საით დაძრულან,
სხვა საქართველო კიდევ სად არი?!..
დაინაწილეს აქვე სამოთხე,
სვავების ხროვა არის აშლილი,
წარსულს ნატრულობს აწმყოში მყოფი,
ჩემი სამშობლო ,სახეწაშლილი.
დამანაწევრეთ, დამგლიჯეთ, დამწვით,
მკერდზე დამადეთ ბორკილ ხუნდები,
დამიწყევლია მე ეს სიცოცხლე,
თუკი მონობას ქვეყნად ვუნდები.
//ნინო კობაიძე//
Ирина Санадзе 23.12.2020 11:50 Заявить о нарушении
Ваши стихи - это чудо какое-то! С благодарностью, И.С.
Ирина Санадзе 22.12.2020 17:45 Заявить о нарушении
Хочу поблагодарить Вас за прекрасные переводы, они открывают мне мудрую и тонкую грузинскую поэзию.
С самыми дружескими
чувствами,
Татьяна Павлова-Яснецкая 22.12.2020 19:27 Заявить о нарушении
Замечательно, дорогая Татьяна! Вот и у меня эта же мысль: "Успеть!" Успеть до такого-то часа, успеть до вечера, успеть до Нового года и вообще успеть! Спасибо!!!
Ирина Санадзе 22.12.2020 17:39 Заявить о нарушении
С наступающим Новым годом!
Пусть от будет для Вас тёплым и светлым!
Татьяна Павлова-Яснецкая 22.12.2020 19:23 Заявить о нарушении
Ирина Санадзе 22.12.2020 19:53 Заявить о нарушении
ნინო კობაიძე - 15 სექტემბერი
უკან გახედვა მე არ მაშინებს,
წინ კი რა მელის... არც მიფიქრია,
ჯანბაზი ისევ გულით მაცინებს,
ასაკიც ალბათ მარტო ციფრია.
ყოველი დილის გათენებისას,
ბედნიერების მრავლად შანსია,
წუთისოფელი ისე მოკლეა,
ერთ გაელვების რაღაც მსგავსია .
მხოლოდ სიყვარულს მივეძალები,
სხვა გრძნობებისთვის აღარ მცალია,
აღარ დავიწყებ კოშკების გებას,
წლებმა ისედაც რა დრო გალია.
ეს ყველაფერი ასე იქნება,
ცა,დედამიწა , მზე და ბუნება,
ღმერთო , ბოლომდე მიმატანინე ,
ეს შეურყვნელი ბავშვის გუნება .
Ирина Санадзе 22.12.2020 09:05 Заявить о нарушении
ლელა ანჯაფარიძე - ნიაზ დიასამიძეს
გარეთ ყვაოდა ჟასმინის ტოტი...
ამოდიოდა სურნელი ცამდე...
დღეს აქ მოვიდა სუყველა ლოთი
და თეთრ ყვავილებს ჭიქებით სვამდნენ...
აქ სადღეგრძელო იმდენი ითქვა,
რამდენიც იყო დასალოცავი...
აქ იყო ზუსტად იმდენი სიტყვა,
სიტყვა ლამაზი და საოცარი...
დედა, ძმაკაცი, სიკეთე, ქალი...
საქართველო და მისი ნათელი
წითელი ღვინო , ანკარა წყალი...
თბილისის ქუჩა, ღამენათევი...
ნიაზი...ყველას გული და თვალი,
ნიაზი...ყველას სევდა და ნიჭი...
იქნება, ცოტა კიდევაც მთვრალი...
მაგრამ ყველაზე ლამაზი ბიჭი...
გარეთ ყვაოდა ჟასმინის ტოტი,
ამოდიოდა სურნელი ცამდე...
მათგან არცერთი არ იყო ლოთი,
უბრალოდ, ჭიქით ჟასმინებს სვამდნენ...
Ирина Санадзе 20.12.2020 07:37 Заявить о нарушении
ბათუ დანელია - თითები წერისას
ორი სულ ისვენებს წერისას,
სამი კი წერს და წერს _ ერიჰა!
ეს სამი _ სამ ხმას ჰგავს უთუოდ.
ვწერთ _ თითქოს სამი ხმით ვმღერივარ.
ზოგჯერაც ვტირივარ სამი ხმით...
წერაა გზა სულის განიღბვის...
ამ სამს სურს სულ შენზე წერდეს და _
მათ შენი ხვევნაღა დამიღლის...
ხოლო ამ ნეკას და არათითს
არ ძალუძთ მოგწერონ ბარათიც _
უსაქმო კაცები არიან
და უდარდელებიც _ მარადის.
Ирина Санадзе 14.12.2020 09:25 Заявить о нарушении
ბათუ დანელია
ანთებული ტყემლები
დღეს ვერ გეახლებით ამ ნამცხვარს, ამ ჩაის,
ერთიც და მეორეც ყელზე ვერ გადამივა… -
ფანჯრებში ანთია ტყემლები ავჭალის,
მე კი ჯერ აუყვავებელი ატამი ვარ.
შენ რა ხარ, მითხარი, შინდი თუ ნუში თუ…
რაცა ხარ – დრო არი პაემნის, შეხვედრების.
რა მეჩაიება – ოთახის დგუში ვარ
და კედელს კედლიდან გიჟივით ვეხეთქები.
Ирина Санадзе 12.12.2020 15:47 Заявить о нарушении